Participate Translate Blank profile picture

მუსიკა ათავისუფლებს?

Published on

Story by

Nino Gogua

Tbilisi

ანიტა თვაური

“პოლიტიკისა და კლიშეებისგან თავისუფალი. ევროპული კულტურული სულის მატარებელი ფესტივალი პოლიტიკური ბრძოლის არენად ქცეულ “ევროვიზიას” იდეურად უპირისპირდება”-ამ ციტატას “თბილისი ოპენ-აირ”-ის პრესრელიზში ამოიკითხავდით.

როგორც ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი ლეიბლის “სტეპ რეკორდსის” ერთ-ერთი დამაარსებელი ვახო ბაბუნაშვილი გვიხსნის Tbilisi_Open_Air_AlterVision_m_e992952cab074238bf5b12117fcc.jpgევროვიზიასთან დაპირისპირება თვითმიზანი არ ყოფილა “ამ ფესტივალის იდეა დიდი ხანია გვაქვს. მხოლოდ მას შემდეგ გადავწყიტეთ ალტერვიზიობა, რაც ევროვიზიაში მონაწილეობის მსურველ ქართველ შემსრულებლებს სრულიად არასწორი და ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო უთხრეს უარი.”

ვახოს აზრით ფესტივალის სლოგანი “მუსიკა ათავისუფლებს” ყველაზე ნათლად გამოხატავს ფესტივალის მთავარ მიზანს, რომელიც შეეცადა პოლიტიკას გამიჯვნოდა და დაპირისპირებოდა კიდეც მას “ ჩვენ გვჭირდება თავისუფლება პოლიტიკისგან, კლიშეებისგან, გაუნათლებლობისგან, უკულტურობისგან და მრავალი ასეთი რამისგან” ამბობს ვახო. თუმცა რამდენად გამოუვიდა ფესტივალს პოლიტიკისგან გამიჯვნა, სადავო საკითხია, რადგან ოპოზიციის მხრიდან ერთთვიანი მუდმივი საპროტსტო აქციების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფესტივალის დასკვნით კონცერტს დაესწრო და მედიასთან კომენტარიც გააკეთა “ ეს არის ძალიან დიდი ევროპული სოლიდარობის გამოხატულება ჩვენი მებრძოლი ხალხისადმი, იმიტომ რომ ჩვენი ჯგუფი მოხსნენს რუსეთის პირდაპირი ჩარევით ევროვიზიის მთავარი ფესტივალიდან და უფრო ძლიერი ჯგუფები, უფრო მაგარი ჯგუფები ვიდრე მოსკოვში, ჩამოვიდა თბილისში” განაცხადა მან.ani_2.JPG

დანიური ჯგუფის The Blue Van -ის ქართველი მენეჯერის სანდრო გვარჯალაძის აზრით პოლიტიკური მოტივი საორგანიზაციო ჯგუფისთვის და მსმენელისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა აუცილებელი დაფინანსების მისაღებად “ამ მასშტაბის ფესტივალის გაკეთებას “სტეპ რეკორდსი” პოლიტიკური ნების გარეშე ვერ შესძლებდა” ამბობს სანდრო.

ნინო ჯავაშვილი ერთ-ერთია იმ მსმენელთა შორის ვისი მუსიკალური გემოვნებაც მეტნაკლებად დაკმაყოფილდა კონცერტებზე, თუმცა როგორც თვითონ ამბობს “სტეფანესა და 3გ"oს პროექტი საერთოდ არ ჩაჯდა ფესტივალის საერთო კონტექსტში, არავის არ მოეწონა.”

ფესტივალზე მონაწილე ჯგუფების შემადგენლობა მართლაც მრავალფეროვანი იყო. მასში მსოფლიოს 10 ქვეყნიდან 24 ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. გამოცდილ და უკვე სახელ დამკვიდრებულ ჯგუფებთან ერთად ფესტივალზე მოიწვიეს ახალგაზრდა ჯგუფები.ani_1.JPG მათი დიდი ნაწილი, როგორც ვახო ბაბუნაშვილი გვიხსნის შეირჩა ორგანიზატორთა გემოვნების მიხედვით. მისი აზრით ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას ევროპაში “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ნამდვილი ევროპული ფასულობებისკენ და ევროპული ღირებულებებისკენ, რომელსაც რაღაცნაირად დავშორდით. მრავალკულტურული სივრცე ხელს შეუწყობს ჩვენს გახსნას. ურთიერთგაზიარებით ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ვაჩვენებთ ერთმანეთს.”

ორგანიზატორები იმედოვნებენ რომ ფესტივალი ყოველწლიური გახდება.

Story by