Participate Translate Blank profile picture

კადრები ყოველდღიურობიდან

Published on

Story by

Nino Gogua

Tbilisi

ანიტა თვაური

20 მაიის, არსის საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდა ხელოვანის ლევან მაისურაძის გამოფენა გაიხსნა.

ცენტრალური ქუჩის ხმაური საგამოფენო ცენტრისკენ მიმავალმა ვიწრო ბილიკის სიმყუდროვემ შეცვალა. საგამოფენო დარბაზში ეს სიმყუდროვე ისევ მოზუზუნე ქუჩის ხმებით იცვლება,რომელიც გარეთ ყოფნისას არ გაწუხებს აქ, კი, უბრალოდ გაკვირვებს. ხმაური მუსიკალური ცენტრიდან მოდის.

ლევან მაისურაძემ გადაწყვიტა ქუჩა დახურულ სივრცეში გადაეტანა, საგამოფენო დარბაზში ქალაქის უფერული შენობები “გამოკიდა” და დამთვალიერებლებს დაელოდა.                                “მიკრო ქალაქი შევქმენი გალერეაში” ამბობს ლევანი და გვიხსნის, რომ შავთეთრი ფოტოებით, ანუ ყოველდღიური რუტინის ყოველდღიური იმიჯების ვარდისფერი პარკში ჩაწყობით, თავისი ოპტიმისტური განწყობა გამოხატა რეალობის მიმართ “ცოტა ზევით დავკიდე ფოტოები. რომ დაინახო თავი ზევით უნდა ასწიო და ჰაერში იგრძნო თავი. ანუ, კარგად იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ რეალობა ძალიან დამღლელი,შავთეთრი და ხმაურიანია.”

ხმაურსა და რეალობას ერთი კედლის შუანაწილში შექმნილი ლევანის “ოცნება”- ფერადი ფოტო და ყურთსასმენებში ჩართული მშვიდი მუსიკა ცვლის. ოთახის სიმყუდროვე, საყვარელი ადამიანი და სასიამოვნო მუსიკა ასეთია ლევანის ის სენტიმენტალური სამყარო, რომელიც მისი აზრით ყველა ადამიანს აქვს “იქნებ სასიამოვნო იყოს ამ უფერულ ქალაქშიც კი, რომ ჩვენი ოცნება გაგვახსენდეს” ამბობს ლევანი.

                               ერთ-ერთი პირველი დამთვალიერებლის, 20 წლის თიკოსთვის ლევანის ხედვა ნაცნობი და ახლობელი აღმოჩნდა “მართლა შავთეთრია თბილისი თავისი სახლებით და მდარე ცხოვრებით. ფოტოსთან რომ დავდექი და მუსიკას მოვუსმინე, მართლა სახლში წარმოვიდგინე თავი”.

გამოფენას ძირითადად სტუდენტები, ახალგაზრდები სტუმრობდნენ. მათ შორის იყო გიორგი გონდაურიც, რომელიც ნანახს “ჩვეულებრივის” შეფასებას აძლევს “ბეტონის მტვერი დავინახე ამ ფოტოებით. არ მომეწონა თქო ვერ ვტყვი, მაგრამ არც აღფრთოვანებული ვარ.”

მიშო ანთაძე დათვალიერების შემდეგ გვიხსნის, რომ შეცვლიდა მცირე დეტალებს “ქალაქის ქაოსის მეტად გამოსახატავად სხვადასხვად დონეებზე დავკიდებდი ფოტოებს”. მიუხედავად კორექტირების სურვილისა, საერთო იდეა და შესრულება მიშოს DSCN4290.JPGმოეწონა “მითუმეტეს ამ ვარდისფერი პარკის იდეა, რომელიც ასე ხშირად ანაგვიანებს ჩვენს დღევანდელ ქალაქს და იმედია ოდესმე დავინახავთ ჩვე ჩვენს ქალაქს ამ პარკების გარეშე.”

როგორც ლევანი ამბობს საწყისი იდეიდან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე 2 წელი გავიდა, ხოლო ყოველდღიურობიდან კადრების ამოკრებას სამი თვე დასჭირდა. გამოფენის დასრულების შემდეგ ლევანის სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ “კონკრეტული არაფერი მაქვს, მაგრამ ყოველდღიურობის პრობლემა ისევ მაწუხებს და ვფიქრობ, რომ შემდეგ გამოფენას ისევ ამ თემას მივუძღვნი”.

Story by