Participate Translate Blank profile picture

ახალგაზრდა ევროპელებს სურთ იყონ სკანდინავიელები

Published on

Story by

Nino Gogua

Tbilisi

ინტერვიუერი: მატიას გარიდო (Matias Garrido) ორიგინალი: http://www.cafebabel.com/eng/article/28392/youth-european-scandinavia-education-adulthood.html

თარგმანი: გვანცა იოსელიანი

როგორია გამოცდილება ევროპაში სამუშაო ბაზარზე შესვლის? სოციოლოგმა სესილია ვან დე ველდიმ შეისწავლა და შეადარა კავშირი უნივერსიტეტსა და დასაქმების დონეს შეორის ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და დანიაში.

ნაბიჯი მოზარდის ცხოვრებისაკენ (როცა პატარა აღარ ხარ): რა არის ეს, სამუშაოს შოვნა, მშობლების მიტოვება თუ საარსებო წყაროს გამომუშავება? ეს იყო სესილ ვან დე ველდის, პარიზში EHESS -ის ფრანგულის ლექტორის მთავარი კითხვა, რომელსაც იგი საკუთარ თავს ეკითხება თავისივე წიგნში Devenir adulte - Sociologie comparée de la jeunesse en Europe – (მოზარდები - “ევროპელი ახალგაზრდების” შედარების სოციოლოგია, PUF, 2008). მაგრამ სამხრეთ ესპანეთიდან მოყოლებული დანიამდე უამრავი გამოცდილება გვხვდება. თვით სიტყვა “მოზარდი”-ს განსაზღვრებაც სხვადასხვანაირია სხვადასხვა ქვეყანაში. აი, რა თქვა ავტორმა:

young-europeans-would-like-to-be-scandinavian-youth-european-scandinavia-education-adulthood.jpg - თქვენი კვლევის განმავლობაში, ხომ არ აღმოაჩინეთ რაიმე მსგავსება თუ როგორ უმკლავდებიან ახალგაზრდა ევროპელები მოზრდილი ადამიანებად ჩამოყალიბების პროცესს?

- დიახ, ახალგაზრდა ევროპელებს ბევრი რამ აქვთ საერთო. მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა დაკავშირებუალი საერთო მიზნებთან და ღირებულებებთან: ლტოლვა დამოუკიდებელი და ავტონომიური ცხოვრებისკენ, სურვილი ჰქონდეთ საკმარისი დრო რათა ეს ცხოვრება თავად შექმნან და თავისუფლება იმისათვის, რომ ეს ცხოვრება თავიანით სურვილისამებრ წარმართონ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მიზნები შეიძლება იყოს საერთო, ახალგაზრდა ევროპელების ბედი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია იმდენად, რამდენაც განსხვავებულია სახელმწიფოს მხრიდან მათდამი გაწეული მხარდაჭერა, სამუშაო ბაზარი და უმაღლესი განათლების სტრუქტურები. ჩემი კვლევის დასასრულს, ვიმედოვნებ, რომ შევძლებ დაგანახოთ, რომ ახალგაზრდა ადამიანების კარიერისადმი ლტოლვის თვალსაწიერიდან გამომდინარე, ევროპელთა უმრავლესობას სურს იყოს დანიელი ან სკანდინავიელი.

- უნივერსიტეტში სწავლა ჩანს, რომ დღეს აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს ვიდრე ეს 50 ან 60 წლის წინ იყო. ადრე სამუშაოს შოვნისა და მოზრდილად ჩამოყალიბების მიზნით ძალინ ცოტა ადამიანი მიდიოდა უნივერსიტეტში სასწავლებლად…

- წინა თაობებთან შედარებით, განათლებასთან დამოკიდებულება საკმაოდ შეცვლილია. მოკლედ რომ ვთქვა, სწავლობ მეტს, მაგრამ სარგებელი ნაკლებია…მართალია, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში უმაღლესი განათლება გახდა უფრო ხელმისაწვდომი ბოლო 50 წლის მანძილზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საუნივერსიტეტო განათლება უზრუნველყოფდა მაღალ სოციალურ სტატუსსა და პროფესიულ წარმატებას წინა თაობებში, დღეს ხარისხი აღარ არის არც დასაქმების, არც საზოგადოებაში ინტეგრაციის გარანტი. 7491.jpgჩვენ შეგვიძლია ასევე ვისაუბროთ ინტეგრაციის “შეუსრულებელ პირობაზე” იმ თაობებისათვის, რომელთაც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ შეაბიჯეს სამუშაო ბაზარზე მას შემდეგ რაც მოცულობითი ინვესტიციები განახორციელეს თავიანთ სწავლა-განათლებაში. ამასთან დაკავშირებით, მილეურისტას-ების (“ისინი, ვისი შემოსავალიც თვეში 1000 ევროა”, ახალგაზრდა კურსდამთავრებულების გუნდი, რომელთა შემოსავალიც თვეში 923 ფუნტზე ნაკლებია) გაერთიანება ესპანეთში ნათლად ასახავს სოციალური მოძრაობის ვარდნის გათვითცნობიერებას.

- რა ძირითადი განსხვავება შეამჩნიეთ ახალგაზრდა ევეროპელების მიერ არჩეულ გზებს შორის?

- ეს შეკითხვა ნამდვილად იმსახურებს სხვადასხვა ელემენტების განმარტებას, მაგალითად, დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, სწავლასთან და სამუშაოსთან, მომავალთან და მოზარდობასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენიმე სტერეოტიპი საშუალებას იძლევა ჩამოვაყალიბოთ ინტუიტიური იდეა შესწავლილ (გამოკვლეულ) სხვადასხვა ევროპულ მოდელებზე. დანიასა და საერთოდ, ყველა სკანდინავიურ ქვეყანაში გაიზარდო ყველაფერთან ერთად ნიშნავს “იპოვო შენი თავი”, ხანგრძლივ, აღმოჩენებითა და ძიებით აღსავსე ცხოვრებაში, რომელსაც ახალგაზრდები მშობლებისაგან დამოუკიდებლად ახორციელებენ.

მეორეს მხრივ, ისეთ უფრო ლიბერალურ ქვეყნებში, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, გაზრდა, ეს უფრო პასუხისმგებლობების აღებაა, რაც მოზრდილის სტატუსის სწრაფად და საკუთარი საშუალებებით მიღწევას ნიშნავს.

საფრანგეთში, მსგავსად ყველა სხვა კორპორატიული საზოგადოებისა, ახალგაზრდობა მიიჩნევა პერიოდად, როდესაც სწავლაში უნდა განხორციელდეს ინვესტიციები რათა შემდგომში თანდათანობით “მოათავსო შენი თავი” დაცულ სოციო-პროფესიონალური სტატუსის ქვეშ. ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში მოზარდობა უფრო დანახულია როგორც შედარებით გრძელი გზა იმ სამი რეკვიზიტის გასათვითცნობიერებლად, რაც საჭიროა “დამკვიდრებისთვის”: სამუშაო, სახლი და პარტნიორი.

- ჩამოთვლილი მოდელებიდან, რომელი უფრო მიესადაგება ახალგარდებს უკეთესი გნვითარებისთვის?

- სამწუხაროდ, მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი არ აძლევს საშუალებას “ახალგაზრდულ მოდელებს” გადაერთონ სკანდინავიურ მოდელზე, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად დაფუძნებულია დასაქმების მაღალ დონესა და სწავლაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ უზარმაზარ ინვესტიციებზე. მეორეს მხრივ, შესაძლებელია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოდელები რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. თითოეულ მათგანში შერეულია ხმელთაშუაზღვისეული ასპექტი, რაც მოწმობს - მართალია, სხვადასხვა დონეზე, რომ ახალგაზრდების ცხოვრების გზაზე მოლოდინი და გაურკვევლობა თანამდევი თანამგზავრებია.

შენიშვნა: ფოტოები სტატიის ორიგინალიდანაა მოყვანილი

Story by