Participate Translate Blank profile picture

11 თვის შემდეგ

Published on

Story by

Nino Gogua

Tbilisi

მარიტა შიხაშვილის რეპორტაჟი წეროვანის დასახლებიდან

ზვიად ნათაძე/ ახალგორიდან დევნილი

იანვრიდან ცხოვრობს წეროვანში. ბოლო, მე-12-ე კლასის დამთავრებამ ომის გამო მცხეთაში მოუწია. სწავლის გაგრძელებას არ აპირებს, ამბობს, რომ ჩაბარება არ უნდა. ძირითადად სპორტითაა დაკავებული. თბილისსში, ტრენაჟორებზე ვარჯიშობს. საფასურს არ ახდევინებენ. იციან, რომ დევნილია.

სჯერა, რომ დაბრუნდება ახალგორში.

როდის- არ იცის. ვინმემ იცის კი?Picture_070.jpg

წეროვანში, სადაც ახლა ცხოვრობს, გასართობი არაფრერია. ყოველ დღე ერთიდაიგივე ერთფეროვნება. Aახალგაზრდებმა მოედანი გააკეთეს, მოედანს სტადიონი დაარქვეს და იქ თუ ითამაშებენ ხოლმე ფეხბურთს. კიდევ საღამოობით იკრიბებიან და უბრალოდ საუბრობენ. ეს არის და ეს. ზვიადი ფიქრობს, რომ წეროვანში ვერ იცხოვრებს მუდმივად, მაგრამ, სად წავა, არ იცის ზუსტად.

გიორგი/ დიდი ლიახვის ხეობა

გიორგი ჯერ სკოლის მოსწავლეა, მე-10-ე კლასში სწავლობს, ჰყავს დედა და და. Mმამა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. თბილისში 56-ე სკოლაში დადის. წესით ყოველ დრე უნდა მიდიოდეს, მაგრამ სიშორისა და ისახსრობის გამო ყოველ დღე სიარულს ვერ ახერხებს. მისი და მე-8-ე კლასის მოსწავლეა, ერთ სკოლაში სწავლობენ. სახელმძღვანელოების ნაწილით ორივენი სახელმწიფომ უზრუნველყო, მაგრამ არასრულად.

გიორგი ჭიდაობს. ისიც უფასოდ, როგორც ზვიადი. მიზეზი კარგად ნაცნობია – სახელმწიფოსგან რაიმე შეღავათები არ მიუღიათ.

ია და ნონა გიგაურებიც ახალგორიდან არიან დევნილები. მთელ დღეებს სახლში ატარებენ. `ოჯახის საქმეს თუ გავაკეთებთ და თავს მოვუვლით, მეტს ვერაფერს ვაკეთებთ”,- ასე მითხრეს. სკოლა დაამთავეს, სწავლის გაგრძელება უნდათ, მაგრამ ამისთვის ელემენტარული საშუალება არ გააჩნიათ.

ამერიკული პროგრამა `განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში შეავსეს ანკეტა და განაცხადიც შეიტანეს. ახლა პასუხს ელოდებიან. ეს პროგრამა ითვალისწინებს 18-დან 25-წლამდე დევნილების პროფესიულ მომზადებას და დასაქმებას. Picture_042.jpg ახალგაზრდები სურვილისამებრ კომპიუტერის, სტილისთის და ა.შ. კურსებს გაივლაინ, რის შემდეგაც წარჩIნებულებს წეროვანის გამგეობა დაასაქმებს- ასეთია დაპირება. ახალგაზრდებიც ელოდებიან.

ძნელია, არ გესმოდეს ზვიადის, რომელიც წეროვანში დარჩენასა და ცხოვრებაზე არც კი ფიქრობს, ძალიან ძნელია, იმ დეპრესიულ გარემოს შეეგუო, რომელიც იქ ჩასულს გხვდება.

ამ ახალგაზრდებს აქტიური ცხოვრება უნდათ, რასაც ამჯამინდელი გარემო ვერ აძლევთ. ისინი დღემდე უიმედობასა და იმედს შორის ცხოვრობენ.

Story by