Participate Translate Blank profile picture

საბოლოო დასკვნის მოლოდინში

Published on

Story by

Nino Gogua

Tbilisi

მაიკო წიკალაური

აგვისტოს კონფლიქტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნამ მათი სიმართლე უნდა ასახოს. კომისიის მიმართ ნდობას პირდაპირ არ ადასტურებენ, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ მისია მიუკერძოებელ და ობიექტურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

2008 წლის 2 დეკემბერს საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომის მიზეზებზე კომისიის შექმნას ევროკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი. შვეიცარიელ დიპლომატ ჰაიდი ტალიავინთან ერთად კომისიაში მისი ორი მოადგილე, ხუთი სამხედრო და სამართლის ექსპერტი მუშაობს.6CAB184E-B833-4E26-A6C8-EBFB1F62ADF1_mw800_mh600.jpg

საქართველოს ხელისუფლებაში ამ კომისიის მიმართ გარკვეული ეჭვები არსებობდა. ქართულ მხარეს ჰქონდა კითხვები მისიის ორ წევრთან დაკავშირებით. სტატია ქართულ-რუსულ ომზე პოლკოვნიკმა ქრისტოფერ ლანგტონმა 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. პროფესორმა ოტო ლუხტერჰანდტმა კი ამ ომის თემა საერთაშორისო სამართლის ჭრილში განიხილა. „კომისიის ორ სამხედრო ექსპერტს მის (კომისიის) შექმნამდე უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა რაღაც სტატიები და ცალსახად იჭერდნენ რუსეთის პოზიციას. ჩვენ დავსვით კითხვები: თუ ამ ადამიანებს აქვთ პოზიცია, მაშინ რამდენად არიან ისინი მიუკერძოებლები?!“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი. ქართულმა მხარემ მათი შეცვლის საკითხი დააყენა, თუმცა უშედეგოდ.

მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა იაკობაშვილი ჯერ კიდევ თებერვალში კომისიის ზოგიერთი წევრის რუსეთთან კავშირზე საუბრობდა - „მათი „საქმენი საგმირონი“ ჩვენთვის ცნობილია. „გაზპრომის“ მიერ დაფინანსებული ექსპერტები ჩვენ არ გვჭირდება სიმართლის დასადგენად“ - განაცხადა მან ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში. ქართველი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი georgia_war02.jpg შეეცდება რაიმე სახით გავლენა საბოლოო დოკუმენტზე მოახდინოს - „რუსეთი ყველანაირ მეთოდს გამოიყენებს და ეს არამარტო ამ დოკუმენტზე. არ მინდა სპეკულირება გავაკეთო, რომ ამ მცდელობას შედეგი ექნება. უბრალოდ ეს მცდელობა იქნება.“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგა ბოკერია, კი იმედოვნებს, რომ კომისია არ გახდება ზეწოლისა და პოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი.

ტალიავინის კომისიის დელეგაციამ 4 ივნისს შეხვედრა თბილისში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაიასთან გამართა. დელეგაციის წევრები კოდორის ხეობაში არსებული ვითარებით, კოდორის მოსახლეობის რაოდენობით, მათი დაბრუნების პერსპექტივით, კონფლიქტის ქრონოლოგიით და მსგავსი დეტალებით დაინტერესდნენ.

თბილისში ჩამოსვლამდე დელეგაცია აფხაზეთს სტუმრობდა. მათ დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გარი კუპალბასთან, ერთად კოდორის ხეობა დაათვალიერეს. ამის შესახებ „აფსნიპრესი“ იუწყება. გარი კუპალბას განცხადებით, კომისიის წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს ის ბაზები, სადაც 3000-მდე ქართველი სამხედრო იყო განლაგებული. მალხაზ აქიშბაიას განცხადებით კი რეგიონში არა სამხედროები, არამედ პოლიციელები იყვნენ - “თუ ვინმეს აინტერესებს, შეუძლიათ ნებისმიერ ინსტანციაში გადაამოწმონ.

გაეროს მისია მუშაობდა რეგიონში და ისინი აკონტროლებდნენ ქართული პოლიციის გადაადგილებას.“ ქართული მხარე არ ფლობს ინფორმაციას იმ ქართული დოკუმენტების შესახებ, რომელიც საერთაშორისო მისიის წევრებმა აღნიშნულ ბაზებზე აღმოაჩინეს. აფხაზები ქართულ მხარეს კოდორიდან დევნილი მოსახლეობისთვის ხეობის ჩაკეტვაშიც ადანაშაულებენ. მალხაზ აქიშბაია კი აღნიშნულს უარყოფს - " აფხაზს აქვს ოჯახში თავისუფლად შეჭრის უფლება. არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება. ჩვენ მათ (მოსახლეობას) არც ვუშლით ხელს და ვერც გარანტიას ვაძლევთ, რომ ხეობაში დარჩნენ.“

კომისიის წევრები რუსულ მხარესაც შეხვდნენ. რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინე კოსაჩოვი, ერთერთია, რომელიც ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა. ის დარწმუნებულია, რომ ფაქტები მათ სასარგებლოდ მეტყველებს - “იმედი გვაქვს, რომ კომისია ობიექტურად იმუშავებს და მათი დასკვნა დაემთხვევა მომხდარის ჩვენეულ ვერსიას. .heidi_tagliavini_2.jpg თუკი დაიწერება სხვანაირად, მაშინ გვექნება სრული უფლება იმისა, რომ კომისიაზე პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებზე ვისაუბროთ.” პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს სათათბიროს დეპუტატი სერგეი მარკოვიც. მისი აზრით, დასკვნაში არ გაითვალისწინებენ ევროპისა და ამერიკის პასუხისმგებლობის საკითხს. თუმცა რუსეთში ალტერნატიული მოსაზრებაც არსებობს. იმის გამო, რომ ევროკავშირი რუსეთის ენერგორესურსებითაა დაკავებული, კომისია ეცდება მისი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. “დასკვნა მეტნაკლებად ყველასთვის მისაღები იქნება” – აცხადებს ალექსეი მუხინი, რუსეთის პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორი.

როგორც ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ კომისიის საბოლოო ანგარიშს არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს. მას ექნება პოლიტიკური მნიშვნელობა უკვე საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობაში. “იმ ტიპის მოლოდინების გასაჩენად, რომ ეხლა დადგინდება მტყუან-მართალი, ვინ იყო აგრესორი და ვინ არა, შეურაცხმყოფელადაც კი არასწორია” – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგა ბოკერია. მისი აზრით, ცხადია, რომ ქართული მხარე რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა.

Story by