Participate Translate Blank profile picture
Image for კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ  ზრუნვას რომ საჭიროებენ

კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ

Published on

Story by

Nino Gogua

Tbilisi

ელენე უგრეხელიძე

კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ _ ასეთი სახელწოდებისაა ზრდასრულთა დღის ცენტრი, რომელიც ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და ჰოლანდიური ფონდის “კორდაიდის” ხელშეწყობით 2006 წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტთან დაარსდა. კავშირში ამჟამად ხუთი ბენეფიციარია, აქედან ოთხი ინტენსიურად დადის დღის ცენტრში.

ცენტრის ხელმძღვანელის, სოციალური თერაპევტის, მაიკო რუსიტაშვილის თქმით, კავშირის მთავარი ამოცანა უნარშეზღუდული ზრდასრულების დასაქმებაა.

მაიკო რუსიტაშვილი: ამ სახელოსნოს დაარსებას წინ უძღვოდა კვლევა. გავიგეთ, თუ რა სჭირდებოდათ ას ფაკულტეტის სტუდენტებს ყველაზე მეტად. ეს იყო ქსეროქსი და საკანცელარიო ნივთები. შევიძეინეთ ქსეროქსის აპარატი და დავიწყეთ მუშაობა. თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ ეს სახელოსნო იქნებოდა პრაქტიკის ადგილი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

კავშირს ჰოლანდიური ფონდი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში აფინანსებდა. მაიკო და კავსირის წევრები ერთი წელი აკეთებდნენ ბლოკნოტებს და სხვა საკანცელარიო ნივთებს. შემოსავალი რჩებოდათ ასევე ქსეროქსიდანაც. ერთი წლის შემდეგ ჰოლანდიურმა “კორდაიდმა” უარი თქვა დაფინანსებაზე. ერთი წელი მაიკო და მისი ორი თანამშრომელი უხელფასოდ მუშაობდენენ.

მაიკო: ახლა დამოკიდებული ვართ ქსეროქსის ძალიან მცირე შემოსავალზე და იმ მიზერულ თანხაზე, რომელსაც კავშირის წევრების მიერ დამზადებული ნივთების გაყიდვიტ ვშოულობთ. სადილისთვის და კომუნალური გადასახადებისთვის ასე თუ ისე გვყოფნის. ახლა გადავედით გაცილებით იაფფასიან წარმოებაზე, საქმიანობა შევიცვალეთ, თუმცა ისევ ქაღალდთან გვაქვს საქმე.

მეორადი ქაღალდისგან სამკაულებს ვამზადებთ. მეორადი ქაღალდი გამძლეობით არ ჩამოუვარდება თიხას და გაცილებით მჩატეა მასთან შედარებით. ვაწყობთ გამოფენა-გაყიდვებს წელიწადში სამჯერ და ვყიდით ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას.

სანდრო შოთაშვილი ზრდასრულთა დღის ცენტრის ერთ-ერთი წევრია. მას ძალიან უხარია “სამსახურში” სიარული. სანდრო: მე დოლიძეზე ვცხოვრობ. ვაკეში სახლიდან ფეხით დავდივარ, იმიტომ რომავტობუსების მეშინია. მაიკო: სანდრო ფეხზე მყარად ვერ დგას. ერთხელ ძალიან ცუდი ამბავი შეემთხვა ავტობუსთან დაკავშირებით. გაჩერებაზე ვიდექით და როცა ავტობუსის კარი გაიღო, სანდრომ ერთი ფეხი ააბიჯა და ამ დროს ავტოუსი დაიძრა. ბავშვმა კინაღამ ფეხი მოიტეხა. შემდეგ ჩამოსვლისას, მე რომ ჩამოვედი, სანდროს ვეშველებოდი და კიდევ დაიძრა ავტობუსი. სანდრო თავზე დამეცა.. :-) ნამდვილი კოშმარი იყო. მას მერე ეშინია სანდროს ავტობუსების.

ბიჭების დღე 10ზე იწყება. ვინც პირველი მოდის ჩაიდანს ადუღებს და სხვეს ელოდება. შემდეგ ყველა ერთად ჩაის და ყავას გეახლებათ. სანდროს საყვარელი საქმე მძივების კეთებაა. თაზო ჩხობაძე ცენტრში ყველაზე ყურადღებიანი და მზრუნველია. მას ძალიან მოსწონს, როცა ვინმეს ყავას ან ჩაის უმზადებს. კარგად გამოსდის ასევე ჭურჭლის რეცხვაც.

გიორგი კირთაძე და გიორგი გაბაშვილი ერთად ცხოვრობენ. მათ ორგანიზაცია “პირველმა ნაბიჯმა” ბინა აჩუქა, სადაც ისინი დედობილთან ერთად ცხოვრობენ. ბიჭები არასდროს ჩხუბობენ და ყოველთვის სიხარულით აკეთებენ საყვარელ საქმეს. მაიკო: ყოველი დღის ბოლოს ბიჭები თავიანთი ხელით დღიურში ჩანაწერებს აკეთებენ. დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს დაწვრილებით აღნუსხავენ.

მაიკო ყოველდღე ბიჭებთან ერთად მაღაზიაში დადის. სადილისთვის პროდუქტს ყიდულობენ. მაიკო ამბობს რომ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ძალიან ცოტა ბენეფიციარი ყავთ. ამის მიზეზი კი ტრანსპორტის უქონლობაა. მაიკო: ბევრი ბავშვი იყო ჩვენთან მოსული, თუმცა მალევე მიგვატოვეს, რადგან ტრანსპორტით ვერ ვემსახურებოდით. ძალიან ძნელია ამ ადამიანებისტვის დამოუკიდებლად ქუჩაში მოძრაობა. გარდა ამისა ხანდახან სასეირნოდ გვიწევსხოლმე გასვლა.

თაზო: ერთხელ მზიურში ვიყავით.... კიდევ პირველი კორპუსის ბაღში ჩავდივართ ხოლმე... მაიკო: ეს ყველაფერი სირათულეებთანაა დაკავშირებული, რადგან ბიჭებს სიარული უჭირთ. 26 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის დღე იყო. მაიკო და სანდრო ამ დღეს ბუკიას ბაღში აქციას შეუერთდნენ. შეხვდნენ სხვა უნარშეზღუდულ ადამიანებს და დაარიგეს ბუკლეტები. სანრდო ძალიან ნასიამოვნები იყო ამ დღით და სიხარულით მიყვებოდა თუ რა გადახდა ბაღში ყოფნისას.

ბიჭების სამუშაო დღე 4-ზე მთავრდება. ისინი ერთმანეთს ხვალემდე ემშვიდობებიან და სახლისკენ მიიჩქარიან.

Story by